fbpx

NETSHOP შენი ბიზნესისთვის

დაიწყე გაყიდვა წუთებში

ნებისმიერი ტიპის მაღაზიებს, კვების ობიექტებსა და მომსახურების სერვის ცენტრებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შექმნან ბიზნეს გვერდი ინტერნეტში და დაიწყონ გაყიდვა წუთებში სულ რამოდენიმე ნაბიჯით...

შექმენი შენი გვერდი მარტივად

შექმენი გვერდი რამოდენიმე ნაბიჯით და დაიწყე გაყიდვა წუთებში

01

მორგება

შეავსე შენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი. დააყენე შენი ლოგო

02

ატვირთვა

ატვირთე შენი პროდუქცია შეუზღუდავი რაოდენობით, დაურთე სურათები, აღწერა, ფასი

03

გამოქვეყნება

გამოაქვეყნე შენი პროდუქცია, გააზიარე და დაიწყე გაყიდვა

აირჩიე შენზე მორგებული გეგმა და გაყიდე ყოველგვარი საკომისიოს გარეშე

თუ გაქვს ბიზნესი ან გადაწყვიტე შენი იდეის ბიზნესად ქცევა, პროგრესულად მოქმედების დროა!

NET შოფინგის სერვისით სარგებლობა უფასოა ნებისმიერი ტიპის მაღაზიის, კვების ობიექტისა და მომსახურების ცენტრისთვის. მაგრამ თუ გსურთ ინდივიდუალურად მორგებული სტილი და დამატებითი ფუნქცია მახასიათებლები შეგიძლიათ აირჩიოთ ფასიანი პრემიუმ პაკეტი

უფასო

მუდმივად უფასო
$ 0
/თვეში
  • უფასო დომენი
  • უფასო ჰოსტინგი
  • უფასო ტექნიკური უზრუნველყოფა
  • უფასო SEO (ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში)
  • უფასო Live Chat (კომუნიკაცია მომხმარებლებთან)
  • მიმდევრების და მომხმარებელთა ბაზის შექმნა
  • პროდუქციის აუქციონის წესით გაყიდვის შესაძლებლობა
  • პროდუქტებზე მიმოხილვების მიღება
  • მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების შეთავაზების შესაძლებლობა
  • მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური, ვაუჩერზე დაფუძნებული ფასდაკლებების შეთავაზება
  • პროდუქციის შეძენის დროს მომხმარებლებისთვის ქულების დაგროვების შესაძლებლობა
  • 20% -მდე თანადაფინანსება გვერდის რეკლამირებისას
  • NETSHOP -ის ბიზნესისთვის განკუთვნილ სხვა სერვისებზე 20% -მდე ფასდაკლება
  • შეკვეთის მომხმარებლისთვის მიწოდების უზრუნველყოფა
  • მარტივი სამართავი პანელი (ქართულ ენაზე)

პრემიუმი

მიიღე მეტი
$ 7
/თვეში
  • ინდივიდუალური ონლაინ მაღაზია (ვებ გვერდი/საიტი)
  • ვებ გვერდის ინდივიდუალური დიზაინი (თქვენი შერჩევით)
  • ვებ გვერდზე ინდივიდუალური ფუნქცია მახასიათებლების დამატება (თქვენი შერჩევით)
  • უფასო დომენი
  • უფასო ჰოსტინგი (500 Mb)
  • უფასო ტექნიკური უზრუნველყოფა
  • 20% -მდე თანადაფინანსება გვერდის რეკლამირებისას
  • NETSHOP -ის ბიზნესისთვის განკუთვნილ სხვა სერვისებზე 20% -მდე ფასდაკლება
  • შეკვეთის მომხმარებლისთვის მიწოდების უზრუნველყოფა
  • მარტივი სამართავი პანელი (ქართულ ენაზე)
100 +
ვიზიტორი დღეში
0 +
რეგულარული მომხმარებელი
1000 +
გამომწერი სოც. ქსელებში

რატომ გამოვიყენო NET შოფინგი?

NET შოფინგის მეშვეობით ონლაინ მაღაზიის შექმნა და პროდუქციის გაყიდვა მარტივია ისე როგორც არასდროს! თქვენ დაზოგავთ დიდ დროს და ფინანსებს რაც ონლაინ მაღაზიის შექმნას სჭირდება. ჩვენ გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ გაყიდვების დასაწყებად და წარმატებული ონლაინ ბიზნესის წარმართვისთვის.

მარტივი სამართავი პანელი

მარტივად მართეთ და მოირგეთ თქვენი მაღაზია. არ მოითხოვს კოდირების და პროგრამირების ცოდნასა და გამოცდილებას. მარტივად შეგიძლიათ დაამატოთ პროდუქცია, აკონტროლოთ თქვენი გაყიდვების ანალიტიკა, მომხმარებელთა ბაზა და სხვა

დაამყარე კომუნიკაცია მომხმარებლებთან

დაამყარე მომხმარებლებთან კომუნიკაცია NETSHOP -ის Live Chat -ის მეშვეობით. უპასუხეთ მომხმარებლების შეკითხვებს პირდაპირ მათთვის საინტერესო პროდუქტის ნახვის დროს, სხვა დამატებით გვერდებზე გადასვლის გარეშე. აგრძნობინეთ რომ ზრუნავთ მათზე რაც ხელს შეგიწყობთ თქვენი გაყიდვების გაზრდაში

გაყიდე შეუზღუდავად

ატვირთე და გაყიდე ნებისმიერი სახის პროდუქცია, შეუზღუდავი რაოდენობით, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე

უფასო სარეკლამო კამპანია

შეარჩიე სასურველი რეკლამის ტიპი 5 სხვადასხვა სახის სარეკლამო შემოთავაზებიდან და ისარგებლე 3 თვის განმავლობაში უფასოდ.

დაიბრუნე გვერდის შექმნის ერთჯერადი კონფიგურაციისა და აქტივაციის დამატებითი საფასური ($9.89) უკან უფასო რეკლამის სახით

გაიგე მეტი

20% -მდე თანადაფინანსება

მიიღე 20% -მდე თანადაფინანსება გვერდის ნებისმიერი სახით რეკლამირებისას. აწარმოე ეფექტური სარეკლამო კამპანია მცირე ბიუჯეტით

საკურიერო მომსახურება

გაყიდე შენი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით, თქვენი შეკვეთების მომხმარებლებისთვის სწრაფ მიწოდებაზე კი ჩვენ ვიზრუნებთ

შეფასებები და მიმოხილვები

მიიღე მომხმარებლების შეფასებები და მიმოხილვები შენი მაღაზიისა და პროდუქციის შესახებ. გაზარდე შენი ბრენდისა და პროდუქციის მიმართ ნდობა

ფასდაკლებები და ქულების დაგროვების სისტემა

შესთავაზე შენს მომხმარებლებს ინდივიდუალური ვაუჩერებზე დაფუძნებული ფასდაკლებები და პროდუქციის შეძენის დროს ქულების დაგროვება. ეს დაგეხმარება მეტი მომხმარებლის მოზიდვასა და ცნობადობის გაზრდაში

პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

NET-შოფინგი არის NETSHOP -ის ერთერთი პოპულარული სერვისი, რომელიც მაღაზიებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. ნებისმიერი ტიპის მაღაზიებს, კვების ობიეტებსა და მომსახურების სერვისცენტრებს შეუძლიათ შექმნან გვერდი რამოდენიმე წუთში და დაიწყონ პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვა სრულიად უფასოდ ყოველგვარი საკომისიოსა და ყოველთვიური გადასახადის გარეშე.

თუ გსურთ ინდივიდუალურად მორგებული სტილი და დამატებითი ფუნქცია მახასიათებლები შეგიძლიათ აირჩიოთ ფასიანი პაკეტი

NET-შოფინგის სერვისით სარგებლობა უფასოა და ეს ყოველთვის უფასო იქნება, ეს არ არის ერთჯერადი აქცია. თუ თქვენ გვერდის შექმნის დროს აირჩევთ უფასო გეგმას, ამ გეგმით სარგებლობას შეძლებთ მუდმივად, შეუზღუდავი დროით.

თუ მომავალში მოისურვებთ რომ თქვენს გვერდს (ონლაინ მაღაზიას) ქონდეს ინდივიდუალურად მორგებული სტილი და დამატებითი ფუნქცია მახასიათებლები შეგიძლიათ გადახვიდეთ ფასიან პრემიუმ გეგმაზე.

თუ ჯერ არ გაგივლია რეგისტრაცია, გაიარე მარტივი და უფასო რეგისტრაცია, შექმენი შენი ბიზნეს ანგარიში. შემდეგ შეარჩიე შენთვის სასურველი უფასო ან პრემიუმ პაკეტი. შეავსე შენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი. დააყენე შენი ლოგო. ატვირთე შენი პროდუქცია შეუზღუდავი რაოდენობით, დაურთე სურათები, აღწერა, ფასი და დაიწყე გაყიდვა...

შეგიძლია შექმნა ნებისმიერი ტიპის მაღაზიის, კვების ობიექტის ან მომსახურების სერვისცენტრისთვის გვერდი.

თქვენი გვერდი და მისი შინაარსი არ უნდა არღვევდეს თქვენს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს NETSHOP -ის პოლიტიკას

შეგიძლიათ გაყიდოთ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან ჩამოტვირთვადი პროდუქცია ან მომსახურება

თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა არ უნდა არღვევდეს თქვენს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს NETSHOP -ის პოლიტიკას

NET-შოფინგის მეშვეობით გვერდის შესაქმნელად და პროდუქციის გასაყიდად არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ვებ პროგრამირების ცოდნა. საჭიროა მხოლოდ გქონდეთ ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობა: კომპიუტერი, პლანშეტი ან სმარტფონი

თუ რაიმე გაუგებარია თქვენთვის და გესაჭიროებათ დახმარება შეგიძლიათ ეწვიოთ NETSHOP -ის დახმარების ცენტრს და წაიკითხოთ დამხმარე სტატიები, უყუროთ ვიდეო ინსტრუქციებს ან დაუკავშირდეთ ჩვენი ტექნიკური დახმარების ჯგუფს

გვერდის შექმნის შემდეგ საჭიროა თქვენი გვერდის აქტივაცია რათა შეძლოთ პროდუქციის გამოქვეყნება და გაყიდვა. გვერდის კონფიგურაციისა და აქტივაციის დამატებითი ერთჯერადი საფასური შეადგენს $9.89.
ერთჯერადი კონფიგურაციისა და აქტივაციის საფასური გვერდის (მაღაზიის) შექმნის მსურველის ერთგვარი აუტენტიფიკაციაა, რათა არ მოხდეს ჩვენი რესურსების უსარგებლოდ გახარჯვა. ეს ჩვენ გვეხმარება დავადგინოთ გვერდის შემქმნელის რეალობა რათა სწორად და მართებულად მოხდეს ჩვენი რესურსების გამოყენება და ყველა რეალურ მომხმარებელზე განაწილება.
ამ საფასურს იხდით მხოლოდ ერთხელ და თქვენს მიერ გადახდილი თანხა სრულად გიბრუნდებათ უკან უფასო სარეკლამო კამპანიის სახით. 5 სხვადასხვა სახის სარეკლამო შემოთავაზებიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და ისარგებლოთ 3 თვის განმავლობაში უფასოდ რაც დაგეხმარებათ სწრაფად გადადგათ ნაბიჯი წინ, გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა და გაყიდვების მაჩვენებელი.  ნახეთ შემოთავაზებული რეკლამის სახეობები

აღსანიშნავია რომ იგივე სახის სარეკლამო სერვისის საფასური ბევრად აღემატება $9.89 დოლარს და მისი ფასი შეადგენს $49 დოლარს 1 თვის განმავლობაში. სარეკლამო სერვისით სარგებლობის უფასო 3 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ იგივე სარეკლამო სერვისით სარგებლობა თვეში სულ რაღაც $49 დოლარად.

გვერდის შესაქმნელად და პროდუქციის გასაყიდად NETSHOP -ის მხრიდან არ მოგეთხოვებათ ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპანია. ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია შექმნას თავისი გვერდი და დაიწყოს ონლაინ გაყიდვა უფასოდ.

შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და გაყიდოთ შეუზღუდავი რაოდენობის პროდუქცია სრულიად უფასოდ, ყოველგვარი საკომისიოსა და ყოველთვიური გადასახდის გარეშე

იმისათვის რომ შეძლოთ NET შოფინგის სერვისით სარგებლობა უნდა აკმაყოფილებდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:

ზოგადი პირობები:

*  თქვენი პროდუქტები ან საქმიანობა (სერვისი) უნდა იყოს კანონიერი და არ უნდა არღვევდეს თქვენს რეგიონში (საქართველოში) მოქმედ კანონმდებლობას, აგრეთვე არ უნდა არღვევდეს NETSHOP -ის ზოგად მომსახურების პოლიტიკას.

*  თუ ყიდით ფიზიკურ პროდუქტებს, თქვენი პროდუქტები უნდა იყოს საქართველოში საწყობში ან სხვა კონკრეტულ მისამართზე რეალიზაციისთვის გამზადებულ მდგომარეობაში ან თვითონ უნდა ახდენდეთ მის დამზადებას/წარმოებას შეკვეთის მიღების შემდეგ დათქმულ ვადებში.
დაუშვებელია სხვა ქვეყნებიდან პროდუქტების გამოწერის შეთავაზებები. მაგ: Amazon-დან, ebay-დან და სხვა.

*  უნდა გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, კომპიუტერით ან მობილური მოწყობილობით რათა შეძლოთ შეკვეთების დროულად მიღება და დამუშავება.
თქვენი შეკვეთების დასამუშავებლად რეკომენდებულია ისარგებლოთ ლეპტოპით/ნოუთბუქით ან პერსონალური კომპიუტერით.

*  შეკვეთის მიღების შემდეგ უნდა შეგეძლოთ შეკვეთის გონივრულ ვადებში გამზადება ტრანსპორტირებისთვის. ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქტი მაქსიმალურად
უნდა იყოს შეფუთული ისე რომ ტრანსპორტირების დროს არ მოხდეს მისი უნებური დაზიანება

დამატებითი პირობები:

*  NETSHOP თავის ერთგულ, NETSHOP -ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას პროდუქტები შეიძინონ ფასდაკლებით "სპეციალური ფასებით". თქვენ პროდუქტის განთავსების დროს მოგეთხოვებათ თითოეულ პროდუქტს მიუთითოთ 2 ფასი. "სტანდარტული ფასი" რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის და "სპეციალური ფასი" რომელიც მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს სტანდარტული ფასისგან.

თქვენი პროდუქტის "სპეციალური ფასი" ყველა რეგისტრირებული მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი.  იმისათვის რომ მომხმარებელმა შეძლოს თქვენი პროდუქტების "სპეციალური ფასით" შეძენა უნდა აკმაყოფილებდეს NETSHOP -ის განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

*  NETSHOP რეგისტრირებულ მომხმარებლებს აგრეთვე აძლევს პროდუქტების შეძენის დროს ქულების დაგროვების შესაძლებლობას. ყოველი შეკვეთის განხორციელებისას რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშზე გროვდება NET ქულები, ყოველ გადახდილ 1 ლარზე 1 NET ქულა. შესაბამისად ეს თქვენს ანგარიშზე აისახება როგორც შეკვეთის ღირებულების მინუს 1%.

ეს ასე გამოიყურება:

1 ლარზე = 1 თეთრი

100 ლარზე = 1 ლარი

თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლებს უფრო მეტი ქულები შესთავაზოთ თქვენი პროდუქტების შეძენისთვის, რაც გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან და გაზრდის თქვენი გაყიდვების მაჩვენებელს. (შესაძლებელია როგორც თქვენს ყველა პროდუქტზე საერთო მაღალი ქულების მინიჭება ასევე თქვენს ყოველ პროდუქტზე ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსხვავებული ქულების მინიჭება).

 

შეკვეთის დასრულებისთანავე, (მას შემდეგ რაც თქვენი შეკვეთა ჩაბარდება მომხმარებელს) თქვენი ანგარიშის ბალანსზე მომენტალურად აისახება თქვენი ნავაჭრი თანხა, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე.

თქვენი გვერდის სამართავი პანელის მენიუში ნახავთ განყოფილებას ანგარიშწორება. სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი მიმდინარე ბალანსი და ნებისმიერ დროს თქვენი ნავაჭრი თანხა სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე. აგრეთვე ყოველთვის შეგიძლიათ იხილოთ თქვენი სრული ტრანზაქციების ისტორია.

NETSHOP შენი ბიზნესისთვის

- მალე -

ამ სერვისით სარგებლობა დროებით შეუძლებელია (მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები).